ბიოგრაფია

ვიქტორ დოლიძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

დაბადების თარიღი1973 წლის 4 ივლისი.

სამუშაო გამოცდილება

  • 1996-1997 წწ. - სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • 1997-1998 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
  • 1998-2000 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;
  • 2000-2001 წწ. - ბელგიისა და ნიდერლანდების სამეფოებსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს მრჩეველად, იყო საქართველოს მისიის წევრი ევროსაბჭოსა და ნატოში;
  • 2001-2004 წწ. - ნატოში საქართველოს მისიის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში (ბრიუსელი, ბელგიის სამეფო);
  • 2004-2005 წწ. - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
  • 2005-2009 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში (ავსტრია) განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
    ვიქტორ დოლიძე აქტიურად იყო ჩართული ეუთოს უსაფრთოხოების კომიტეტის საქმიანობაში, 2007 წელს ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობდა მიმართულებას პოლიციის საკითხებში.
  • 2009 -2016 წწ.- ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის წევრი. "თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
  • 2010 წელს არჩეულ იქნა თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრად.
  • 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი.
  • 2012-2014 წწ. - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე.
  • 2015-2016 წწ.-  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი.
  • 2012 - 2016 წწ. - ავსტრიისა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

 განათლება

1995 წ.- საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
1997 წ. - ნატოს თავდაცვისკოლეჯში (რომი, იტალია)
1998 წ. - ეროვნული თავდაცვის კოლეჯი (შვედეთი)
1999 წ. - თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი (მონტერეი, კალიფორნია, აშშ)
2004 წ. - ჯორჯ მარშალის ევროპის უსაფრთხოების სწავლების ცენტრი, (გარმიში, გერმანია)

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული, ფრანგული.

ჰყავს მეუღლე - თამარ გიორგაძე და ორი შვილი.