მინისტრის მრჩეველთა საბჭო

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოები 2005 წელს შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის მიზნით შეხვედრები პერიოდულად იმართება, სადაც საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პრიორიტეტული და სხვა აქტუალური საკითხები განიხილება.