აპარატის საქმიანობა

აპარატის ძირითადი ფუნქციაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელება.
ეს საქმიანობა მოიცავს:

 

ევროკავშირთან ინტეგრაციის კოორდინაციის კუთხით:

  • საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ევროინტეგრაციის საკითხებზე საქმიანობის კოორდინაციას;
  • საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობას;
  • ევროკავშირის დახმარებისა და პროგრამების კოორდინაციას.

 

ევროინტეგრაციის კოორდინაციის სამსახურის ფუნქციებია:

  • ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის/ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, მათ შორის მრავალმხრივი და ორმხრივი „საგზაო რუკების" განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ევროკავშირთან „პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება;
  • საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური, საქმიანი და არასამთავრობო წრეების დაახლოების ხელშეწყობა.

 

ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • ევროკავშირის დახმარების მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა საბაზისო დოკუმენტების მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია. საქართველო-ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამების და ყოველწლიური სამოქმედო პროგრამების დაგეგმვა, დარგობრივ უწყებებთან შეთანხმება და განხორციელების კოორდინაცია;
  • საქართველოში ევროკავშირის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების/პროექტების მონაცემთა ბაზის ფორმირება და პერიოდული განახლება;
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ევროკავშირის მიმდინარე პროექტების რეგულარული პრეზენტაციების ორგანიზება პროექტების მონიტორინგის მიზინით;
  • დარგობრივი უწყებების ინფორმირება (სემინარების, კონფერენციების ორგანიზება) ევროკავშირის დახმარების პროგრამების პროცედურების, წესებისა და რეგულაციების შესახებ, ასევე პროექტების საპროექტო წინადადებების, ტექნიკური დავალებების, მონიტორინგის ანგარიშებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მხარდაჭერა. 

 

ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის კუთხით:

  • წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებას, განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს;
  • ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრების ორგანიზების კოორდინაცია;
  • ნატო -საქართველოს კომისიის ფარგლებში NATO-სთან თანამშრომლობას;
  • ნატო -ს წევრი სახელმწიფოების ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
  • ნატო -სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობას.

 

NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სამსახურის ფუნქციებია:

  • ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო კომისიების სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
  • საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
  • ნატო-დან მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება;
  • აღმოსავლეთ ევროპისა და ახლადგაწევრიანებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და ანალიზი;
  • საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა.
  • მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში აქტუალურ საკითხებზე;

 სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიზანია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:

  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის ანალიზის, გრძელვადიანი პოლიტიკისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი.
  • სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმისა და გრძელვადიანი პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ".
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული დაგეგმვის პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავებისა და განხორციელების მიზნით დონორ და კვლევით ორგანიზაციებთან, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე მომუშავე დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და მისი საქმიანობის კოორდინაცია;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის, ასევე, სტრატეგიულ კომუნიკაციაში ჩართული სხვა ორგანიზაციების ღონისძიებების ერთიანი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება, მისი განახლების უზრუნველყოფა და ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თემატური გზავნილების შემუშავების კოორდინაცია;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით შესაბამისი კვლევების განხორციელება და მათ საფუძველზე კონცეფციის შემუშავება;
  • სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მიზნით კერძო სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა.

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია მინისტრისა და საკომუნიკაციო უზრუნველყოფა, საორგანიზაციო საქმიანობა, საქმისწარმოება, საიდუმლო საქმის წარმოება, მინისტრის ბრძანებების მომზადება და წარმოება, საკადრო საქმეების წარმოება, მინისტრისთვის საინფორმაციო, ანალიტიკური და სასაუბრო მასალების მომზადების კოორდინაცია, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი, პროტოკოლი, მოქალაქეებთან ურთიერთობა.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, გლობალური მედიით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას ეწევა, რაც მოიცავს:
ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში  ინტეგრაციის   პროცესის  მიმდინარეობის ინტენსიურ გაშუქებას;

  • მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ, მოიცავს:
  • ჟურნალისტებისთვის ტრეინინგების ორგანიზებას;
  • მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისათვის კონფერენციების, დისკუსიების, სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებას;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებზე ლექციების, სემინარებისა და კონკურსების ორგანიზებას:
  • ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას;
  • ევროკავშირისა და ნატო-ს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან არსებულ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოებთან თანამშრომლობასა და შეხვედრების ორგანიზებას;
  • ევროპული დაიჯესტის ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალას საქართველო-ნატო-სა და საქართველო--ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ;
  • აპარატის ვებ-გვერდისა და სოც.ქსელებში ოფიციალური გვერდების ფუნქციონირებას.