სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი

სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მიზანია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:

  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის ანალიზის, გრძელვადიანი პოლიტიკისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი.
  • სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმისა და გრძელვადიანი პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ".
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული დაგეგმვის პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავებისა და განხორციელების მიზნით დონორ და კვლევით ორგანიზაციებთან, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე მომუშავე დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და მისი საქმიანობის კოორდინაცია;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის, ასევე, სტრატეგიულ კომუნიკაციაში ჩართული სხვა ორგანიზაციების ღონისძიებების ერთიანი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება, მისი განახლების უზრუნველყოფა და ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თემატური გზავნილების შემუშავების კოორდინაცია;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით შესაბამისი კვლევების განხორციელება და მათ საფუძველზე კონცეფციის შემუშავება;
  • სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მიზნით კერძო სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა.

მიმაგრებული ფაილები: