ტექნიკური დახმარება და ინფორმაციის გაცვლა - TAIEX

ტექნიკური დახმარება და ინფორმაციის გაცვლა (TAIEX) - წარმოადგენს ევროკომისიის მიერ დანერგილ ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტს.

მოცემული პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდება მთელ რიგ სექტორებში ევროკავშირის კანონმდებლობის უფრო სწრაფად დანერგვის მიზნით. 2006 წელს მოცემული ინსტრუმენტი ასევე მისაწვდომი გახდა ევროკავშირის სამხრეთსა და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის და რუსეთის ჩათვლით.

მოკლევადიანი,(1-5 დღე) მიზნობრივი და ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური დახმარების მიწოდების გზით TAIEX დახმარებას უწევს ბენეფიციარ ინსტიტუტებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში და მის შესრულებაში. TAIEX-ის ინსტრუმენტი სამი ფორმით აწვდის დახმარებას: ბენეფიციარ ქვეყანაში ექსპერტთა მისიის მივლინება, ბენეფიციარ ქვეყანაში სემინარების ორგანიზება და ბენეფიციარი ქვეყანის ოფიციალური პირების სასწავლო ტურების ორგანიზება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით და შემაფასებელი მისია.

PAO TAIEX-ის ეროვნული საკონტაქტო დანაყოფის სტატუსში მოქმედებს საქართველოში. მოცემულ სტატუსთან დაკავშირებით პროგრამების ადმინისტრირების სამსახური პერსონალს ცენტრალური როლი ეკისრება TAIEX-ის ფარგლებში ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე კომუნიკაციისა და კოორდინაციის თვალსაზრისით. გარდა ამისა PAO ასევე პასუხისმგებელია შემდეგზე:

  • რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს ბენეფიციარი ადმინისტრაციისთვის TAIEX-ის დახმარებით სარგებლობასთან დაკავშირებით;
  • წარდგენილი წინადადებების შესწავლა და მათი მიწოდება ევროკომისიის ინსტიტუციონალური განვითარების განყოფილებისთვის მათი შეფასებისა და დამტკიცებისთვის;
  • საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის ორგანიზება TAIEX-ის ღონისძიებებში, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ტარდება.

TAIEX-ის ძირითადი მიზნებია:

  • მოკლევადიანი ტექნიკური და სამრჩევლო დახმარების მიწოდება ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და მისი შემდგომი ადმინისტრირების და შესრულების ხელშეწყობის მიზნით;
  • ბენეფიციარი ქვეყნების პარტნიორი ადმინისტრაციებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტების დახმარების მიწოდება;
  • ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის რუსეთს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა;
  • ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით მონაცემთა ბაზის ინსტრუმენტების დანერგვა და დახმარების თვალსაზრისით არსებული საჭიროებების გამოვლენა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მეშვეობით.

TAIEX-ის ბენეფიციარები

  • TAIEX-ის დახმარების ბენეფიციარი შეიძლება გახდეს ის ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და მისი შესრულების ხელშეწყობის პროცესში;
  • ძირითადი მიზნობრივი ჯგუფებია:
  • ნაციონალურ, სუბ-ნაციონალურ და ადგილობირი ხელისუფლების დონეზე არსებული სახელმწიფო ადმინისტრაციების საჯარო მოხელეები;
  • სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოების ადმინისტრაცია;
  • პარლამენტები და საპარლამენტო და საკანონმდებლო საბჭოებში მომუშავე საჯარო მოხელეები;
  • პროფესიული და კომერციული ასოციაციები, რომლებიც სოციალურ პარტნიორებს წარმოადგენენ და პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენლები;
  • საკანონმდებლო ტექსტების თარგმნაზე და გადასინჯვაზე პასუხისმგებელი პირები;

აღსანიშნავია, რომ TAIEX არ უწევს პირდაპირ დახმარებას კერძო პირებს ან კომპანიებს.

სააპლიკაციო ფორმები განაცხადის წარსადგენად:

სემინარის ან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება

სემინარის ან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება, რომელზეც დასმული და განმარტებული იქნება ევროკავშირის პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები. ამგვარი დახმარება შეიძლება განხორციელდეს ერთი ან მეტი უწყების მონაწილეობით.

ექსპერტთა მისია

ექსპერტთა ვიზიტისას თქვენ შეგეძლებათ უმასპინძლოთ რამდენიმე ექსპერტს წევრი სახელმწიფოებიდან, რომელთა ამოცანასაც შეიძლება წარმოადგენდეს ექსპერტული დახმარების გაწევა რომელიმე კონკრეტულ სფეროში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ჰარმონიზების ან საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შემფასებელი მისია

შეფასების მისია წარმოადგენს სპეციფიურ ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია ევროკავშირის საკანონმდებლო სტანდარტებთან მიახლოებისა და საუკეთესო გამოცდილების გამოყენების კუთხით პროგრესის კონტროლოს უზრუნველსაყოფად. შეფასება ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მმართველი ინსტიტუტების კომპეტენტური ექსპერტების მიერ ანალიტიკური ანგარიშისა და შესაბამისი რეკომენდაციების სახით.

სასწავლო ვიზიტი

სასწავლო ვიზიტისას პროექტის მიმღები უწყების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ თუ როგორ ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების გადაჭრა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.