სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა - SPSP

სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები (2007-2013 წწ):

2007 წელი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში - Public Finance management - 16 მლნ. ევრო.

2008 წელი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელების პროცესში – Criminal Justice Reform -16 მლნ. ევრო.

2009 წელი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროს რეფორმირების პროცესში – Vocational Education and Training - 19 მლნ. ევრო.

2010 წელი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში - Public Finance management - 11 მლნ. ევრო;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერა რეგიონული განვითარების რეფორმის განხორციელების პროცესში – Regional Development - 19 მლნ. ევრო.

2011 წელი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში – Conflict Affected/Displaced Population and Host Communitie – 19 მლნ ევრო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელების პროცესში – Criminal Justice Reform -18 მლნ. ევრო (ევროკავშირის ინიციატივის "მეტი მეტისათვის" (More for More) ფარგლებში, პროექტის მხარდასაჭერად დამატებით 6 მლნ. ევრო გამოიყო).

2012 წელი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის რეფორმის განხორციელების პროცესში – Agricultural Development – 40 მლნ. ევრო.

2013 წელი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერა რეგიონული განვითარების რეფორმის განხორციელების პროცესში – Regional Development – 30 მლნ. ევრო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში – Public Finance management – 21 მლნ. ევრო.