საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა - Twinning

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) წარმოადგენს ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარი ქვეყნის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გულისხმობს.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა ევროკომისიის მიერ იქნა წამოწყებული 1998 წელს ევროკავსირის გაფართოების ინიციატივის კვალდაკვალ. ამ პერიოდიდან მოყოლებული მოცემული ინსტრუმენტი ევროკავსირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან მიზნობრივ ადმინისტრაციულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, რაც ამ ქვეყნების ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების სათანადოდ შესრულება იყოს უზრუნველყოფილი.

საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი ეფექტური გამოდგა ბენეფიციარი ქვეყნებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რის გამოც იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანდიდატი ქვეყნების ევროკავსირში გაწევრიენების მოსამზადებელ ეტაპზე. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთის ტერიტორიაზე არსებული პოტენციური კანდიდატი ქვეყნების ინსტიტუციონალური განვითარების თვალსაზრისით. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დანერგვასთან ერთად საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი ევროკავშირის მთელი რიგი მეზობელი ქვეყნებისთვის, კერძოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და მათ შორის საქართველოსთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ამგვარად, მოცემული ინსტრუმენტი ხელს უწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ძირითადი პრინციპები შემდეგში მდგომარეობს:

» პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრეომლობა: ეს ერთობლივი პროექტია, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ადმინისტრაციასა და ბენეფიციარ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს. რადგანაც ორივე ადმინისტრაცია შესაბამის ქვეყნებში ერთსა და იმავე სფეროზეა პასუხისმგებელი, ასეთი პარტნიორობა მათ საშუალებას აძლევს ერთანეთს გაუზიარონ არსებული გამოცდილება, და პრაქტიკული ცოდნა.

» დასახული შედეგების მიღწევის ვალდებულება: საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ფარგლებში შესაბამისმა ადმინისტრაციებმა კონკრეტულ შედეგებს უნდა მიაღწიონ. პარტნიორები ვალდებულებას იღებენ იმუშაონ ერთობლივად შეთანხმებული მიზნის მისაღწევად. განხორციელების პროცესი მიმართულია კონკრეტულად განსაზღვრული რამოდენიმე ზუსტი და გაზომვადი ინსტიტუციონალური მიზნის მიღწევაზე და ამ პროცესის ფარგლებში ცალკეულ ეტაპთან მიმართებაში. ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების ინდიკატორებია განსაზღვრული.

» აქცენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის და ბენეფიციარი ქვეყნის ეროვნულ მიზნებზე: საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტები ერთობლივი პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებითაა შემუშავებული და ისეთ სფეროებზეა მიმართული, რომლებსაც ქვეყნებს შორის პარტნიორობის, თანამშრომლობისა და ასოციირების შეთანხმება, ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა და სხვა ერთობლივი ხელშეკრულებები ითვალისწინებენ. გარდა ამისა აქცენტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გარკვეულ ელემენტებზეც კეთდება.

» საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული პროექტები: საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მთლიანი ციკლის ფარგლებში ბენეფიციარი ადმინისტრაცია თავად განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომლის მიღწევა სურს არსებული საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტის იდეა ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებზე დაყრდნობით ყალიბდება და ბენეფიციარი ადმინისტრაციის სტრუქტურული რეფორმების მიმართულებებს ითვალისწინებს.

» საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება: საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს პროექტის ციკლის განმავლობაში ბენეფიციარ ინსტიტუტში მრჩეველის მივლინება წარმოადგენს (მუდმივი მრჩეველი). გარდა ამისა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტები ასევე მთელ რიგ სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებენ, კერძოდ სემინარებს, ტრეინინგებს, ექპერტთა ვიზიტებს და საკონსულტაციო დახმარების მიწოდებას.

ამ პრინციპების გათვალისიწინებით საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი იდეალურია ისეთი პროექტების შემთხვევაში, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

» პროექტის მიზანი ნათლად არის ჩამოყალიბებული და პროქტის განხორციელების შედეგად ზუსტად განსაზღვრული შედეგის მიღწევაა დასახული;

» ბენეფიციარ ქვეყანაში საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს რეფორმებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელis და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების, მიღებისა და განხორციელებისათვის.

» ბენეფიციარი ადმინისტრაცია დაინტეერსებულია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტისთვის საჭირო რესურსების მობილიზაციაში (ფინანსური, პერსონალი და სხვა).

 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ციკლი:

» საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის იდეის შემუშავება:

დაძმობილების პროექტი ბენეფიციარი ინსტიტუტის საჭიროებების გათვალისწინებით მზადდება. პროგრამის ადმინისტრაციული ოფისის (PAO) და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო რჩევების გათვალისწინებით ბენეფიციარი ადმინისტრაცია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის იდეით გამოდის, რომელიც მისი ინსტიტუციონალური განვითარების თვალსაზრისით არსებულ საჭიროებებს შეესაბამება (ადმინისტრაციული სტრუქტურების, ადამიანური რესურსების მაჩვენებლების გაუმჯობესება და სხვა). შედეგად, ინსტიტუციონალურ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები იგეგმება, რომლებიც სახელმწიფო მომსახურეობის მიწოდების გაუმჯობესებას და შესაბამის სახელმწიფო სექტორში რეფორმების გატარებას უწყობს ხელს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

» პროგრამის ადმინისტრაციულ ოფისში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის წარდგენა:

ბენეფიციარი ინსტიტუტი პროგრამის ადმინისტრაციულ ოფისს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის იდეას წარუდგენს. პროექტი კონცეპტუალური წინადადების სახით უნდა იყოს წარდგენილი და ბენეფიციარმა ინსტიტუციამ თავისი მოთხოვნები უნდა დაასაბუთოს, ნათლად წარმოაჩინოს პროექტის მიზნები და მისი განხორციელების შედეგად მოსალოდნელი შედეგები. პროგრამის ადმინისტრაციული ოფისი ევროკავშირის დელეგაციასთან შეთანხმებით შეაფასებს საპროექტო იდეის ხარისხს და გაითვალისწინებს მას ENPI-ს ბიუჯეტში პროექტისათვის შესაბამისი სახსრების გამოყოფის მიზნით.

» პროექტის მონახაზის შემუშავება: 

ბენეფიციარი ინსტიტუცია გარეშე კონსულტანტებისა და პროგრამის ადმინისტრაციული ოფისის მხარდაჭერით შეიმუშავებს პროექტის მონახაზს, ანუ პროექტის იდეის დეტალურ აღწერას. როდესაც პროექტის მონახაზი დასრულდება პროგრამის ადმინისტრაციული ოფისი ევროკავშირის დელეგაციასთან შეთანხმებით საპროექტო მონახაზის ხარისხის პირველად შემოწმებას ჩაატარებს. საწყისი შემოწმების შემდეგ პროექტის მონახაზი ბრიუსელში ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან შეჯერდება კონსულტაციების ჩატარების გზით მანამდე, სანამ საპროექტო წინადადება საბოლოოდ დამტკიცდება.

» ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადებების წარდგენის თხოვნა: 

საპროექტო მონახაზის დამტკიცების შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადებების წარდგენის თხოვნას აქვეყნებს. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიეწოდება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ეროვნული საკონტაქტო დანაყოფების მეშვეობით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ დოკუმენტის შესაბამისი ადმინისტრაციებისთვის მიწოდებაზე. წინადადებების წარდგენის თხოვნაზე საპასუხოდ ევროკავსირის წევრმა ქვეყნებმა დადგენილი ვადების ამოწურვამდე შესაბამის ფორმატში მომზადებული საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადება უნდა წარადგინონ (8 კვირაში).

» ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტებისთვის პარტნიორების შერჩევა: 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტებისთვის პარტნიორების შერჩევა ინტენსიური პროცესია, რომელიც წარდგენილი საპროექტო წინადადებების შეფასებას და შემოთავაზებული პროექტის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მუდმივი მრჩევლის მიერ წინადადების საქართველოში ზეპირ წარდგენას გულისხმობს. შეფასებას ევროკავშირის დელეგაცია და ბენეფიციარი ადმინისტრაცია ანხორციელებენ, ხოლო პროგრამის ადმინისტრაციული ოფისი აღნიშნულ პროცესში დამკვირვებლის სტატუსში იღებს მონაწილეობას. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტისთვის პარტნიორის შერჩევის დასასრულისთვის ევროკავშირის დელეგაცია ამზადებს და ავრცელებს წერილს, რომლითაც იგი ატყობინებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პროგრამის ადმინისტრაციულ ოფისს და ბენეფიციარ ადმინისტრაციას შერჩევის პროცესის შედეგებს.

» საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება: 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის პარტნიორები (ბენეფიციარი და შერჩეული ევროკავშირის წევრი ქვეყნის ადმინისტრაცია) ერთად შეიმუშავებენ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის კონტრაქტს. მასში დეტალურად იქნება ასახული ერთობლივი სამუშაო პროგრამა (დაგეგმილი ღონისძიებები, ინდიკატორები, სავარაუდო ვადები და რესურსები). პროგრამის ადმინისტრაციული ოფისი და ევროგაერთიანების დელეგაცია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის პარტნიორებს კონსულტაციებს უწევენ და დოკუმენტების ხარისხის საკონტროლო შემოწმებას ანხორციელებენ.

» კონტრაქტის ხელმოწერა: 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის კონტრაქტის ძირითად ნაწილს ევროკავშირის დელეგაცია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ადმინისტრაცია აწერენ ხელს. პროექტის ორივე პარტნიორმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის კონტრაქტის ძირითადი დანართები: სამუშაო პროგრამა და პროექტის ბიუჯეტი.

» საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის განხორციელების დაწყება: 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება პროექტის მუდმივი მრჩევლის საქართველოში ჩასვლით და ბენეფიციარ ინსტიტუტთან თანამშრომლობის დამყარებით იწყება. ძირითადად საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის განხორციელების დაწყება ამ მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე ცხადდება. პროექტის პარტიორები კონფერენციაზე თავის გეგმებს და მოლოდინს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას, პროექტის განხორციელებაში მონაწილე მხარეებს და მედიის წარმომადგენლებს.

» საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მუდმივი მრჩეველი ბენეფიციარ ადმინისტრაციასთან ერთად ითვალისწინებს რა პროექტის რეალურად მიღწევად მიზნებს, ხელს უწყობს და კოორდინირებას უწევს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას. ევროკავშირის დელეგაცია და პროგრამის ადმინისტრაციული ოფისი მონიტორინგს აწარმოებს პროექტის მიმდინარეობაზე საშუალედო კვარტალური და საბოლოო ანგარიშების შესწავლის გზით და ატარებს შეხვედრებს პროექტის საზედამხედველო კომიტეტთან.

» შეფასება და აუდიტი: 

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის დასრულების შემდეგ ბენეფიციარი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად გაძლიერებული უნდა იყოს. ქვეყანას საშუალება აქვს უფრო ეფექტურად შეასრულოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და თანამშრომლობის მიმართულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის დასრულების შემდეგ მის შეფასებას შესაბამისი მისია ანხორციელებს, რათა შეფასდეს პროექტის მდგრადობა, შედეგების ზეგავლენა და მიღებული გამოცდილება. გარდა ამისა ევროკომისიამ ან ევროპის აუდიტორთა სასამართლომ შესაძლოა ჩაატაროს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის თემატური ან სექტორული აუდიტი.

პასუხისმგებლობის გადანაწილება:

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მონაწილე მხარეები არიან საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის პარტნიორი და ევროკომისია, რომელიც ამ პროცესს უწევს კოორდინაციას.

საქართველო (ბენეფიციარი ქვეყანა)

  • პროგრამების ადმინისტრირების სამსახური (PAO);
  • ბენეფიციარი ინსტიტუტი:
  • პროექტის ხელმძღვანელი (საქართველოს მხრიდან);
  • პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩევლის ქართველი პარტნიორი.

 ევროკავშირის წევრი ქვეყანა (პროექტის პარტნიორი)

  • ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP)
  • პარტნიორი ქვეყნის ადმინისტრაცია:
  • პროექტის ხელმძღვანელი (წევრი ქვეყნის მხრიდან);
  • პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი (RTA)

ევროკომისია

  • ევროკომისიის სათაო ოფისი ბრიუსელში;
  • ვროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

პროგრამების ადმინისტრირების სამსახური (PAO) საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული დანაყოფია, რომელიც (ევროკავშირის წარმომადგენლობა თანამშრომლობით) უზრუნველყოფს საქართველოში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების საერთო კოორდინაციას. Pპროგრამების ადმინისტრირების სამსახური ასევე წარმოადგენს ევროკავშირის დელეგაციისა და ბენეფიციარი ადმინისტრაციების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ჩამოყალიბებულ საკონტაქტო დანაყოფს და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვა ბენეფიციარ ქვეყნებში არსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ეროვნული საკონტაქტო პირებს (NCP) შორის კომუნიკაციის ხელშემწყობ სტრუქტურას.

კერძოდ, (NCP) PAO პასუხისმგებელია შემდეგზე:

  • საქართველოს პოტენციური ბენეფიციარი ინსტიტუტებისთვის დახმარების აღმოჩენა საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო იდეების შემუშავებაში;
  • საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო იდეების შესწავლა ხარისხთან დაკავშირებული კრიტერიუმების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა.
  • მოკლევადიანი ექსპერტების დაქირავების მიზნით (ტექნიკური დავალების დოკუმენტის მომზადება რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან საპროექტო მონახაზის მომზადებაზე;
  • საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების პარტნიორებისთვის დახმარების გაწევა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების კონტრაქტებისა და დანართების მომზადებაში;
  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერა პროექტის განხორციელების პროცესში მონიტორინგ, მიმღებ უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ბენეფიციარ ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის გზით ევროკავშირის დელეგაციისთვის დახმარების გაწევა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე მონიტორინგის დამყარებაში.

პროექტის ხელმძღვანელი (ბენეფიციარი ქვეყანა)

საჯარო სამსახურების დაძმობილების ყოველ პროექტს საქართველოს ბენეფიციარი ინსტიტუტის მიერ ნომინირებული პროექტის ხელმძღვანელი ჰყავს. იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარტნიორი ინსტიტუტის პროექტის ხელმძღვანელთან ერთად კოორდინაციას უწევს პროექტის განხორციელებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარტნიორი ინსტიტუტის მიერ ნომინირებული პროექტის ხელმძღვანელის მსგავსად, საქართვლოს მხრიდან დასახელებულმა პროექტის ხელმძღვანელმა თვეში დაახლოებით 2-3 დღე უნდა დაუთმოს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს. სავარაუდოდ, პროექტის ხელმძღვანელი შესაბამისი ბენეფიციარი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის მქონე პირია, ანუ მას გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით საკმარისი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს.

პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველიs ქართველი პარტნიორი (RTA)

Twinning პროექტის მუდმივ უცხოელ მრჩეველს ჰყავს ქართველი პარტნიორი (RTA) counterpart პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების პროცესში პროექტის მუდმივი მრჩევლის ქართველ პარტნიორს, უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, პროექტით განსაზღვრული ძირათი საკითხების ირგვლივ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ეროვნული საკონტაქტო პირი

ევროკავშირის ყოველ წევრ ქვეყანაში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP) არსებობს, რომელიც ევროკომისიასთან თანამშრომლობის შუალედურ რგოლს წარმოადგენს. მოცემულ საკონტაქტო პირს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება შესაბამის ქვეყნებში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მხარდაჭერისა და კოორდინირების თვალსაზრისით. კერძოდ, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ეროვნული საკონტაქტო პირის (NCP) როლი შემდეგში წარმოადგენს:

  • მოცემული საკონტაქტო პირი ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის ცენტრალური რგოლია;
  • იგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამინისტროებისგან მიღებულ ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ სტრუქტურებს აწვდის და საკონსულტაციო დახმარებას უწევს მათ საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებით;
  • მოცემული საკონტაქტო პირი ანხორციელებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ადმინისტრირებას და არსებული დაბრკოლებებისა და პრობლემების გადაჭრაში ეხმარება პროექტებს (მაგალითად საბუღალტრო აღრიცხვა სახსრების ანაზღაურების თაობაზე განაცხადების დასაკმაყოფილებლად);
  • არჩევს საპროექტო წინადადებებს და წარუდგენს მათ ბენეფიციურ ქვეყანას კონკურსში მონაწილეობის მიების მიზნით;
  • საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს, ეხმარება პროექტის კონტრაქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. მონაწილეობას იღებს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, ევროკავშIრის წევრი სხვა ქვეყნებს ეროვნულ საკონტაქტო დანაყოფებთან ბენეფიციის ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად.იგი ანხორციელებს წინადადებების წარდგენის თაობაზე თხოვნის გამოქვეყნების საპასუხოდ მიღებული საჯარო სამსახურების დაძმობილების განაცხადების სკრინინგს და წარდგენას;
  • დახმარებას უწევს საჯარო სამსახურების დაძმობილების კონტრაქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაში;
  • საკონტაქტო პირი მონაწილეობას იღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, რომლებშიც სხვა ეროვნული საკონტაქტო დანაყოფები და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

პროექტის ხელმძღვანელი (წევრი ქვეყნის მხრიდან)

ყველა Twining -ის პროექტს ჰყავს პროექტის ხელმძღვანელი EEU MS-იდან იგი კონკრეტულ პროექტს წარმოადგენს და იმავდროულად ძირითადი საკონტაქტო პირია ევროკავშირის წევრი ქვეყანის შესაბამის პარტნიორ სტრუქტურასთან თანამშრომლობის პროცესში. პროექტის ხელმძღვანელი აგრძელებს მასზე თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, მაგრამ თავისი დროის ნაწილს (საშუალოდ თვეში 3 დღეს) პროექტზე ზედამხედველობას და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინირებას უთმობს. ზემოხსენებული საკონტაქტო პირი ყოველ 2-3 თვეში ერთხელ ბენებიციარ ქვეყანაში ჩადის. პროექტის ხელმძღვანელი მაღალი რანგის ოფიციალური პირი უნდა იყოს, რომელსაც საკმარისი უფლებამოსილება გააჩნია რათა მაღალ დონეზე აწარმოოს დიალოგი და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებების მიღებას. იგი არ მოქმედებს მრჩევლის სტატუსით, თუმცა პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობს. პროექტის ხელმძღვანელი მხარს უჭერს პროექტის მურმივი უცხოელი მრჩევლის მუშაობას (RTA) საქართველოში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. RTA პროექტის ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული.

პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი (RTA)

პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელია, რომელიც ბენეფიციარ ინსტიტუტში სამუშაოდ იქნება მივლინებული არანაკლებ 12 თვის განმავლობაში. იგი სრულ განაკვეთზე იმუშავებს როგორც პროექტის მრჩევლი მისი მივლინების მთელი პერიოდის განმავლობაში. როგორც ეს პარნტიორებს შორისაა წინასწარ შეთანხმებული პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი ტექნიკურ სამრჩევლო დახმარებას აწვდის საქართველოს ბენეფიციარ ინსტიტუტს. RTH პასუსიხმგებელია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობაზე.

ევროკომისია (EC) - სათაო ოფისი ბრიუსელში

ევროკომისია უზრუნველყოფს მის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების სამართლიან, გამჭვირვალე და თანმიმდევრულ შესრულებას საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მთელი ციკლის განმავლობაში. ევროკომისიის ბრიუსელის სათაო ოფისის ძირითადი როლი მდგომარეობს პროექტების მხარდაჭერაში და მათი შესრულების ხარისხის კონტროლში. კერძოდ:

  • იგი განსაზღვრავს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების სამართლებლივ, ფინანსურ და პროცედურალ ჩარჩოს;
  • თანამშრომლობს ეროვნულ საკონტაქტო პირებთან ზემოთხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • უზრუნველყოფს საჯარო სამსახურების დაძმობილების თაობაზე საპროექტო მონახაზებისა და კონტრაქტების ხარისხის კონტოლს;

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში აქცენტს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მართვაზე აკეთებს. კერძოდ, იგი პასუხისმგებელია შემდეგზე:

  • პროგრამების ადმინისტრირების სამსახური მხარდაჭერით, იგი ანხორციელებს შესარჩევი შეხვედრების ორგანიზებას და მართვას;
  • იგი შემფასებელი კომიტეტის წევრია ხმის უფლებით;
  • ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აცნობს შერჩევის შედეგებს;
  • ხელს აწერს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების კონტრატქებს;
  • საჭიროების შემთხვევაში, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ფარგლებში, რჩევებს აწვდის ბენეფიციარ ქვეყანას საჯარო მოხელეების გაცვლასთან დაკავშირებული იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შესყიდვების სტანდარტული პროცედურებით.
  • PAO- სთან ერთად ახორციელებს თწინნინგს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგ.
  • პასუხისმგებელია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ფინანსურ მართვაზე და ევროკომისიის წესებთან მათ შესაბამისობაზე;
  • პასუხისმგებელია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების სახსრების მართვაზე, საშუალედო და საბოლოო ანგარიშფაქტურების დამტკიცებაზე და გადახდებზე.

პროექტის განხორციელების სახელმძღვანელო დირექტივები

ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის საერთო სახელმძღვანელო დოკუმენტები (რომლებიც უმეტესწილად საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების სახელმძღვანელო დოკუმენტები   სახელითაა ცნობილი) პრაქტიკულ და სრულ ინფორმაციას იძლევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბენეფიციარი ქვეყნების სახელმწიფო სექტორის ექსპერტებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ იღებენ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში.

დოკუმენტში ასახულია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მარეგულირებელი ძირითადი პრინციპები. სახელმძღვანელო   დაინეტერესებულ პირებს დაეხმარება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტებთან დაკავშირებული პროცედურების უკეთ გაცნობაში, კერძოდ კი ისეთ საკითხებზე  თაობაზე ინფორმაციის მიღებაში, როგორიცაა საპროექტო მონახაზის მომზადება, პარტნიორის შერჩევა, კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება, ბიუჯეტისა და სამუშაო გეგმის მომზადება და პროექტის განხორციელების პროცესის მართვა. სახელმძღვანელო დირექტივები ძირითადი სარეფერენციო დოკუმენტია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების განხორციელების პროცესში.

2009 წლის რედაქციით გამოქვეყნებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების სახელმძღვანელო და დანართები (საჯარო სამსახურების დაძმობილების ყველა იმ პროექტებზე ვრცელდება, რომლებთანაც შერჩევის თაობაზე შეტყობინება 2009 წლის 15 სექტემბრიდან იქნა გამოქვეყნებული):
ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: სახელმძღვანელო დანართი

2007 წლის რედაქციით გამოქვეყნებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების სახელმძღვანელო და დანართები (საჯარო სამსახურების დაძმობილების ყველა იმ პროექტებზე ვრცელდება, რომლებზეც შერჩევის თაობაზე შეტყობინება 2007 წლის 1 სექტემბრიდან იქნა გამოქვეყნებული)
ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: სახელმძღვანელო დანართი

 როგორ დავიწყოთ პროექტი

საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების კვალდაკვალ ინსტიტუციონალური პარტნიორობა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ხდება, რომელიც ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობას და ევროპული საჯარო სექტორის გამოცდილების გაზიარებას საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის. საქართველოს ბენეფიციარი ადმინისტრაციების ინტერესი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტებისადმი სულ უფრო იზრდება. საქართველოში ამჟამად მიმდინარე და მომავალი პროექტების თაობაზე დეტალური ინფორმაცია საქართველოში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მიმოხილვის ნაწილშია ასახული. ქვემოთ ჩამოთვლილია რეკომენდაციებია  თუ როგორ უნდა მომზადდეს და წარდგენილი იქნას საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადება.

საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო იდეის წარდგენამდე:

გასათვალისცინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

  • საშუალო და გრძელვადიანი მიზნები რასაც თქვენმა უწყებამ უნდა მიაღწიოს 2-3 წლიs პერიოდში. გაითვალისწინეთ, რომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მოსამზადებელი პერიოდის (პროექტის იდეის წარდგენიდან მუდმივი უცხოელი მრჩევლის ჩამოსვლამდე და საპროექტო ღონისძიებების დაწყებამდე) დაახლოებით 12 თვეა.
  • საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, ანუ კლასიკური ტექნიკური დახმარება კერძო კონტრაქტორის მიერ: გირჩევთ რომ უპირატესობა მიენიჭოს იმ შემთხვევაში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტებს თუ თქვენს ინსტიტუტს ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციასთან გრძელვადიანი და ეფექტური პარტნიორობა ესაჭიროება.

საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადების წარდგენა:

Twinning პროექტის იდეის წარდგენა შემდეგი ფორმის მიხედვითაა შესაძლებელი:

საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადების სათანადოდ შევსებული ფორმა და ოფიციალური თავფურცელის სახით მომზადებული წერილი საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატს უნდა წარედგინოს.

საპროექტო იდეის ოფიციალურად წარდგენამდე PAO არაფორმალურ კონსულტაციებს გაგიწევთ.

საჯარო სამსახურების დაძმობილების საპროექტო წინადადების წარდგენის შემდეგ: თქვენი უწყების მიერ წარდგენილ წინადადებას PAO და ევროკავშირის დელეგაცია შეისწავლიან. საპროექტო იდეის ხარისხის შეფასების მიზნით შემდეგი კრიტერიუმები იქნება გამოყენებული:

  • შესაბამისობა (რამდენად პასუხობს საპროექტო იდეა ევროკავშირის და საქართველოს პოლიტიკურ განრიგს, ეროვნულ პოლიტიკას და სტრატეგიას)საპროექტო იდეის სისრულე (შინაარსის, მიზნების, შედეგების და ღონისძიებების თანმიმდევრულობა)
  • დაინტერესება (რამდენად დაინტერესეულია ბეენფიციარი ინსტიტუტი პროექტის ფარგლებში დასახული შედეგების მიღწევაში). PM- ის ახალი კრიტერიუმი.

საპროექტო წინადადების შეფასების პროცესის ხელშეწყობის მიზნით შესაძლოა PAO-მ და ევროკავშირის დელეგაციამ თქვენს უწყებას პრეზენტაციის ჩატარება და განმარტებების მომზადება სთხოვოს. როდესაც ბენეფიციარ ადმინისტრაციას, PAO-ს და ევროკავშირის დელეგაციას შორის კონსენსუსი იქნება მიღწეული დაიწყება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მონახაზის მოზმადება (პროექტის დეტალური აღწერა, რაც აუცილებელია მის დაფინასებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად).

Twinning პროექტები: