საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა - CBC

საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა (CBC):

პროგრამა ითვალისწინებს შავი ზღვის რეგიონში, არასამთავრობო და მუნიციპალურ დონეზე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად თანამშრომლობის ხელშეწყობას.

8 მონაწილე ქვეყნისათვის - რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი (ევროკავშირის წევრი ქვეყნები), თურქეთი (ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა) და საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა (პარტნიორი ქვეყნები) - გათვალისწინებულია 37 მილიონი ევროს მხარდაჭერა.

საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ძირითადი მიზნები და პრიორიტეტები:

პირველი პრიორიტეტი - საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა,ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად:

– ინფორმაციის გაცვლისკომუნიკაციისსატრანსპორტო და სავაჭრო ქსელების განვითარების ხელშეწყობა;

– ტურიზმის ქსელის შექმნა და ტურიზმის სფეროში ერთობლივი ინიციატივების შემუშავება;

– ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ჩამოყალიბება-განხორციელების მხარდაჭერა.

მეორე პრიორიტეტი გამოცდილების გაზიარება,გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის მხარდასაჭერად:

– გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება;

– დაცული ტერიტორიების დასაცავად სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება;

– ახალი ტექნოლოგიების მართვისა და ინოვაციების დასანერგად გამოცდილების გაზიარება.სამეწარმეო ნარჩენების მართვა და ჩამდინარე წყლების პრობლემატიკა.

მესამე პრიორიტეტი - შავი ზღვის რეგიონში კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა:

შავიზღვის რეგიონში კულტურული კავშირების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მხარდაჭერა.