ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი SNGP

2014 წლის 25 ივნისს, ქ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მოკავშირეები შეთანხმდნენ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის" შემუშავების თაობაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით.

შედეგად, 2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი მიიღო.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებასთან ერთად, აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მომზადების პროცესში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია აღნიშნული არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია ნატოს წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს აღნიშნული პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას.

არსებითი პაკეტი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ მექანიზმს, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (Joint Training and Evaluation Center (JTEC)) დაარსება. 2015 წლის 27 აგვისტოს, აღნიშნული ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სასწავლო ცენტრის ,,კრწანისის" ტერიტორიაზე. ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ამავდროულად მხარს დაუჭერს ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივას .

2014 წლის 25 ივნისს, ქ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მოკავშირეები შეთანხმდნენ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის" შემუშავების თაობაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით.

შედეგად, 2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ ალიანსისგან  ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი მიიღო.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებასთან ერთად, აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მომზადების პროცესში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია აღნიშნული არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია ნატოს წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც  კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს აღნიშნული პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას.

არსებითი პაკეტი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ მექანიზმს, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (Joint Training and Evaluation Center (JTEC)) დაარსება. 2015 წლის 27 აგვისტოს, აღნიშნული ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სასწავლო ცენტრის ,,კრწანისის“ ტერიტორიაზე.  ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ამავდროულად მხარს დაუჭერს ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივას [1].

ამასთან, პაკეტის ფარგლებში, სხვა ინიციატივებთან ერთად, ასევე, გათვალისწინებულია ლოგისტიკური ცენტრის შექმნა. 2016 წლის 26 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ თაკიმ ილდემმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ოფიციალურად გახსნეს. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. სკოლის მთავარ ამოცანას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.




  • [1]2013 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მონაწილეობს ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივაში (CFI - NATO Connected Forces Initiative) ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. http://www.nato.int/cps/en/natolive/topics_98527.htm