მართვისა და მმართველობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა (SIGMA)

SIGMA ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.

SIGMA 1992 წელს იქნა დანერგილი ცენტრალური ევროპის 5 ქვეყანაში, რომლებიც EU PHARE პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ და დახმარებას იღებდნენ ზემოთხსენებული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ მოცემული ინიციატივა თანდათან გაფართოვდა და იგი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერის მიზნით. 2008 წლიდან მოყოლებული SIGMA ასევე ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდა. ევროკომისიასთან შეთანხმებით პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების წამოწყება სომხეთში, აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ლიბანეთში, მოლდავეთში, მაროკოში, ტუნისში და უკრაინაში.

SIGMA ყურადღებას მმართველობის ჰორიზონტალურ ასპექტებზე ამახვილებს. ზემოთხსენებული ასპექტები საშუალებას აძლევს მთავრობას და ადმინისტრაციებს თანმიმდევრულად და შეჯერებულად იმუშაონ დასახულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში და ხელს უწყობენ სრული ანგარიშგების, კანონის უზენაესობის და ისეთი ფასეილობების დანერგვას, როგორიცაა პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალეობა.

SIGMA დახმარებას 4 ძირითად სფეროში უზრუნველყოფს:

  • საკანონმდებლო ჩარჩო, საჯარო სამსახური, მართლმსაჯულება (ადმინისტრაციული სამართალი, საჯარო სამსახურის რეფორმა, სახელმწიფო სექტორის გამჭვირვალეობა);
  • ფინანსური კონტროლი და გარეშე აუდიტი (სახელმწიფო სახსრების მართვა, შიდა ფინანსური კონტროლი, გარეშე აუდიტი);
  • სახელმწიფო შესყიდვები;
  • პოლიტიკის შემუშავება (პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობების განვითარება, კოორდინაცია, რეგულირება, ადმინისტრაციული და ბიზნეს გარემო).

SIGMA-ს ფარგლებში მოკლე და საშუალოვადიანი დახმარების მიწოდება ხდება სახელმწიფო სექტორის მართვის გაუმჯობესების მიზნით, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი ადმინისტრაციების გამოცდილი მუშაკების მივლინების გზით მიიღწევა. პროექტის ფარგლებში ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი ადმინისტრაციების ექსპერტების დახმარებით დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ხორციელდება შემდეგ სფეროებში:

  • ევროკავშირის კანონმდებლობისა და მოწინავე გამოცდილების გათვალისიწნებით რეფორმების პროგრესის შეაფსება და პრიორიტეტების გამოვლენა;
  • დახმარების გაწევა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაში;
  • დონორების დახმარების მისაწვდომობის ხელშეწყობა პროექტების მომზადებაში და მათ განხორციელებაში დახმარების გაწევის გზით.

SIGMA -ს ოპერაციების მაგალითები:

დახმარებას უწევს ალბანეთის მთავრობას: SIGMA დახმარებას უწევს ალბანეთის მთავრობას სახელმწიფო ადმინისტრირების დირექტორატის მართვისა და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერებაში, საჯარო მოხელეების დაქირავებისა და დაწინაურების სქემის დახვეწაში, ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციის გაძლიერებაში, საჯარო მოხელეების მონაცემთა ბაზის განვითარებაში, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გადასინჯვაში, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებაში, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სექტორის რეფორმირების პრიორიტეტებთან და ევროპის საჯარო სამსახურის სტანდარტებთან.

ფინანსური კონტროლი: 2004 წელს SIGMA-მ ბულგარეთის სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის პარტნიორი სახელმწიფოების ექსპერტების მიერ შესწავლა ჩაატარა. კვლევის შედეგადმომზადდა რეკომენდაციები, რომელთა შესაბამისად რეკომენდირებული იყო სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადასინჯვა. SIGMA-ს მხარდაჭერით კანონში ცვლილებები იქნა შეტანილი და გარდა ამისა SIGMA-ს ექსპერტებმა დახმარება გაუწიეს ქვეყანას მეორადი კანონმდებლობის შემუშავებაში და შიდა აუდიტის სახელმძღვანელო დირექტივების მომზადებაში.

გარეშე აუდიტი: SIGMA-მ დახმარება გაუწია ხორვატიის უზენაეს სააუდიტორო ინსტიტუტს სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადებაში და საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მონახაზის შემუშავებაში, რომლის ფარგლებში აქცენტი ინსტიტუციონალურ განვითარებაზე გაკეთდება.

შესყიდვები და კონცესიები: პარნტიორი ქვეყნების ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით SIGMA-მ დახმარება გაუწია თურქეთს შემდეგ სფეროებში: (ი) კონცესიებისა და სახელმწიფო და კერძი სექტორის პარტნიორობის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადასინჯვა ევრიკავშირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; (იი) შეფასებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის სისტემაში არსებული პრობლემების დაძლევის გზების იდენტიფიცირება; (იიი), სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დასახული ინდიკატორების მიღწევის მიზნით; (ივ) კომუნალური მომსახურეობის მარეგულირებელი კანონპროექტის გადასინჯვა; (ვ), ევროკავშირის დირექტივების 2004/17 და 2004/18 და საერთაშორისო მოწინავე პრაქტიკის დანერგვა თუ ამის თაობაზე შეთანხმება იქნება მიღწეული. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარდა ასევე გაწეული იქნება დახმარება ინსტიტუციონალური გაძლიერების მიზნით.

პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაძლიერება: მთავრობის თხოვნით SIGMA-მ გააგრძელა სკოპიაში, მაკედონიაში DFID-ის მიერ დაწყებული პროექტი მინისტრთა საბჭოს სამდივნოს ორგანიზების სფეროში და იგივე კონსულტანტი მიავლინა ქვეყანაში, რომელიც გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერის მიზნით საკონსულტაციო დახმარების მიწოდებას.

პარტნიორი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევა: უკრაინის მთავრობის თხოვნით SIGMA-მ, მართვის საბაზისო ჰორიზონტალური სისტემების შეფასება განახორციელა, რომელიც რამოდენიმე დონორი ორგანიზაციის მიერ დახმარების გაწევისა და მთავრობისთვის პოლიტიკის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს.

SIGMA საქართველოში: