თემატური ინსტრუმენტები

თემატური ინსტრუმენტები

სამეზობლო საინვესტიციო ფონდი - Neighborhood Investment Fund (NIF) 

  • პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ინვესტიციების მოზიდვაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოციალურ და გარემოს დაცვის სექტორებში.

ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამინის უფლებებისთვის - European Instrument for Development and Human Rights (EIDHR) 

  • არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერა დემოკრატიული პრინციპების,  ადამინის უფლებების და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების პროცესში. პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხორციელდება ევროკომისიის ვერ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის (Call for proposal) საშუალებით.

არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების თემატური პროგრამა - Non-State Actors and Local Athorities Development Thematic Programme 

  • პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტის (Development Co-operation Instrument  - DCI) ფარგლებში და ითვალისწინებს პარტნიორ ქვეყნებში არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას (პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია თანადაფინანსება).
  • გრანტების დაფინანსება ხორციელდება ევროკომისიის ვერ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის (Call for proposal) საშუალებით.

საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროგრამა - Tempus

  • უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა და ევროკავშირის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
  • ამჟამად, მიმდინარეობს 14 პროექტი, რომლებშიც ჩართულია საქართველოს 16 საგანმანათლებლო დაწესებულება.
  • პროექტების შერჩევას ახორციელებს ევროკომისია საქართველოს Tempus-ის ეროვნული ოფისის მხარდაჭერით.

Erasmus Mundus

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა (სტუდენტური და სამეცნიერო პროგრამები, სასწავლო გრანტები).
  • გრანტების დაფინანსება ხორციელდება ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის (Call for proposal) საშუალებით.

FP7 – ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამა

  • სამეცნიერო პროგრამები კვლევისა და ინოვაციის (research and innovation) სფეროში.
  • გრანტების დაფინანსება ხორციელდება ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის (Call for proposal) საშუალებით.
  • საქართველოს მხრიდან პროგრამის საკონტაქტო/საინფორმაციო ოფისის ფუნქციებს ასრულებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

Marie Curie

  • სამეცნიერო პროგრამები. გრანტების დაფინანსება ხორციელდება ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის (Call for proposal) საშუალებით.

Jean Monnet

  • სწავლებისა და კვლევების მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის სფეროში.
  • გრანტების დაფინანსება ხორციელდება ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის (Call for proposal) საშუალებით.