გეოგრაფიული ინსტრუმენტები

გეოგრაფიული ინსტრუმენტები 

ევროკავშირის საბჭომ 2006 წლის 24 ოქტომბერს დაამტკიცა "ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის" (ENPI) ბიუჯეტი (11.181 მილიარდი ევრო), რომელიც ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის (ალჟირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, საქართველო, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, რუსეთი, სირია, ტუნისი და უკრაინა) პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას მოხმარდება.

მთლიანი ბიუჯეტის 95% ეროვნულ და რეგიონალურ პროგრამებს მოხმარდება, ხოლო 5% გათვალისწინებულია საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამებისთვის.

ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი, თავის მხრივ სამ ძირითად ნაწილად იყოფა:

  1. ეროვნული პროგრამები (National Programmes), ხორციელდება ყოველწლიური სამოქმედო გეგმების (Annual Action Programme - AAP) ფარგლებში.
  2. ტრანსნაციონალური (რეგიონალური) პროგრამები (Transnational Cooperation).
  3. საზღვრისპირა თანამშრომლობა.

I. ეროვნული პროგრამები, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების საფუძველზე სამი მიმართულებით ხორციელდება:

სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამები (SPSP)
ENPI–ს ფარგლებში დახმარებათა დიდი ნაწილი (65%-ზე მეტი) ხორცილდება სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამებით. პროგრამა მოიაზრებს სექტორზე სხვადასხვა ინსტრუმენტების კონცენტრირებას, რომლის ძირითად ნაწილ საბიუჯეტო დახმარება წარმოადგენს.

საექსპერტო/ტექნიკური დახმარების პროგრამები
პროექტების მიზანია მიმღები მხარის სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება ექსპერტული დახმარების გზით. 2011 წლიდან, სამწლიანი პერიოდით (2011-2013) საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა ევროკავშირის დახმარების მიზნობრივი რესურსი – ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (CIB).

კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა 
კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათი სახლებში ღირსეული დაბრუნების და ნდობის აღდგენის საკითხები.

II. ტრანსნაციონალური (რეგიონალური) პროგრამები:

პროგრამა TRACECA - (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი)
სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ევროპიდან შუა აზიამდე აღმოსავლეთ ევროპის, შავი ზღვის, ამიერკავკასიისა და კასპიის ზღვის გავლით - ისტორიული აბრეშუმის გზა
მონაწილე ქვეყნები:
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა.

პროგრამა INOGATE - (ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება ევროპაში)
ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია, ენერგორესურსების უსაფრთხო ტრანსპორტირება, დივერსიფიკაცია და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა.
მონაწილე ქვეყნები:
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, თურქეთი, უკრაინა.

გარემოსდაცვითი პროგრამები - Envoronmental Programmes 
მონაწილე ქვეყნები: 
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნები.

III. საზღვრისპირა თანამშრომლობა:

BSCBC პროგრამა მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და რეგიონული წარმომადგენლობების (მუნიციპელიტეტები) დონეზე რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.

BSCBC პროგრამის ბიუჯეტი 8 მონაწილე ქვეყნისათვის (საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი) 2014-2020 წლების პერიოდში 40 მლნ. ევროს შეადგენს.

BSCBC პროექტების დაფინანსება ხორციელდება, პროგრამის ვებ-გვერდზე (http://www.blacksea-cbc.net/) გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე. BSCBC პროგრამის შემდეგი კონკურსის გამოცხადება იგეგმება 2016 წლის მიწურულს.

საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ძირითადი მიზნები და პრიორიტეტები:

პირველი პრიორიტეტი - საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა,ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად:

– ინფორმაციის გაცვლისკომუნიკაციისსატრანსპორტო და სავაჭრო ქსელების განვითარების ხელშეწყობა;

– ტურიზმის ქსელის შექმნა და ტურიზმის სფეროში ერთობლივი ინიციატივების შემუშავება;

– ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ჩამოყალიბება-განხორციელების მხარდაჭერა.

მეორე პრიორიტეტი გამოცდილების გაზიარება,გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის მხარდასაჭერად:

– გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება;

– დაცული ტერიტორიების დასაცავად სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება;

– ახალი ტექნოლოგიების მართვისა და ინოვაციების დასანერგად გამოცდილების გაზიარება.

– სამეწარმეო ნარჩენების მართვა და ჩამდინარე წყლების პრობლემატიკა.

მესამე პრიორიტეტი - შავი ზღვის რეგიონში კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა:

– შავი ზღვის რეგიონში კულტურული კავშირების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მხარდაჭერა.