ახალი ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში გაემგზავრა.
  • სემინარი ევროკავშირის ინსტიტუციონალური დახმარების ინსტრუმენტების (TAIEX, TWINNING) გამოყენებასთან დაკავშირებით 14 – 15 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა 2 დღიანი სემინარი ევროკავშირის ინსტიტუციონალური დახმარების ინსტრუმენტების (TAIEX, TWINNING) გამოყენებასთან დაკავშირებით.
  • ვიქტორ დოლიძე იაპონიის ელჩს შეხვდა 15 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ვიქტორ დოლიძემ ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს ქვეყანაში მიმდინარე სექტორული რეფორმების, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
  • შეხვედრა ქრისტიან დანიელსონსა და თომას მაირ-ჰარტინგთან 13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონსა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ლიტვის საპარალმენტო დელეგაციასთან 13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
  • 12 სექტემბერს, ქ. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 12 სექტემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელების საკითხზე.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას."-განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ზახარიევამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართული შეხვედრისას.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს როლი და ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 12 სექტემბერს, ბულგარეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების დროს. სახელმწიფო მინისტრს ქ. სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე პოპოვმა და ევროპული ფონდის ევროპულ საქმეთა და კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ კრისტიან ვიგენენმა უმასპინძლეს.
  • ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ლატვიის ელჩთან იანის ზლამეტსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა 5 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იანის ზლამეცსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
  • პრემიერ-მინისტრით ხელმძღვანელობით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

Pages