ახალი ამბები: ნატო

  • ინფორმაცია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ 2016 წლის 25 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე.
  • დავით ბაქრაძის გაცნობითი შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან 21 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტთან.
  • ინფორმაცია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ 2016 წლის 7 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის თემაზე. ქართულ მხარეს კომისიაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ სანიკიძე წარმოადგენდა. სხდომას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა.
  • შეხვედრა ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა.
  • დავით ბაქრაძე ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს არნოლდ რუუტელს შეხვდა 20 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტთან არნოლდ რუუტელთან.
  • დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 14-16 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაიმართა შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში.
  • მარიამ რაქვიაშვილის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში 12-16 სექტემბერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, მარიამ რაქვიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ტალინში გამართულ ნატო-ს ინფორმაციისა და კომუნიკატორების კონფერენციაში.
  • ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში 2016 წლის 7-8 სექტემბერს ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს მეოთხედ ესტუმრა ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა.
  • ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა სტუდენტებთან 8 სექტემბერს, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მეორე დღეს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარლამენტის ევრონულ ბიბლიოთეკაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
  • ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინაუგურაცია 7 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინაუგურაცია გაიმართა.

Pages