ახალი ამბები: ნატო

  • 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა იმართება 9 მარტს, ბორჯომში, სასტუმროში „Rixos Borjomi", მუშაობა დაიწყო სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფმა, სადაც 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის პროექტს განხილავენ.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა გერმანიის ბენდეტაგის წევრთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელთან, აქსელ ფიშერთან „ყველა თემა განვიხილეთ, მათ შორის ჩვენი ინტეგრაციული პროცესები, გერმანელების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტზე, ნატო-ამერიკის სამიტზე, რომელიც მალე ჩატარდება, ალბათ, ზაფხულამდე და ყველა ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს დღეს ქვეყანში. უნდა აღინიშნოს, რომ ის წარმატებული ისტორიები, რომლებიც ნამდვილად აქვს საქართველოს ამ პროცესებში, ზედმიწევნით კარგადაა შესწავლილი ჩვენი ბუნდესტაგელი კოლეგების მიერ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც მყარად გაგრძელდება",-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ აქსელ ფიშერთან შეხვედრის შემდეგ.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ბუნდესტაგის დელეგაციასთან "გერმანია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ევროპულ, ისე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე, ქვეყნის შიგნით რეფორმირების პროცესის მხარდამჭერია და ბუნებრივია, ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრების და მათი პოზიციების მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია". – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ 20 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, გერმანიის ბუნდესტაგის სამოქალაქო კრიზისების პრევენციის, კონფლიქტების ანალიზისა და ერთობლივი მოქმედებების ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაზე. დელეგაციას ბუნდესტაგის წევრი და ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ფრანცისკა ბრანთნერი ხელმძღვანელობდა.
  • სემინარი „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" 20-21 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით სემინარს „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" მართავს.
  • ვიქტორ დოლიძემ ლატვიაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა 14 თებერვალს, ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა საეიმა-ს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან.
  • ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში 13 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქ.რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში „ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ“-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა 10 თებერვალს, ვიქტორ დოლიძეს.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში როგორც უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობის სტაბილური და ერთგული პარტნიორი, საქართველო იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე-განუცხადეს ვიქტორ დოლიძეს ლიტვის რესპუბლიკაში, ქ.ვილნიუსში 7-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში-ლიტვის რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსში, ესტონეთის რესპუბლიკაში ქ. ტალინსა და ლატვიის რესპუბლიკაში ქ. რიგაში გაემგზავრა.
  • კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცის გახსნა დღეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცეს გახსნეს.

Pages