ახალი ამბები: ნატო

  • ნატო-ს შემფასებელი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში 2017 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს შემფასებელმა ჯგუფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეხვედრები გამართა საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. 2 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ამერიკის შერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ევროკავშირის ოფისის დირექტორს უიტნი ბეარდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში "პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ვიქტორ დოლიძესთან გამართულ შეხვედრებზე პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ლიტვის საპარალმენტო დელეგაციასთან 13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
  • 12 სექტემბერს, ქ. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 12 სექტემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელების საკითხზე.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას."-განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ზახარიევამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართული შეხვედრისას.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს როლი და ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 12 სექტემბერს, ბულგარეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების დროს. სახელმწიფო მინისტრს ქ. სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე პოპოვმა და ევროპული ფონდის ევროპულ საქმეთა და კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ კრისტიან ვიგენენმა უმასპინძლეს.
  • პრემიერ-მინისტრით ხელმძღვანელობით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

Pages