ახალი ამბები: ევროკავშირი

  • სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის დახმარების პროგრამის შესახებ 9 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების განხორციელების პროცედურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში როგორც უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობის სტაბილური და ერთგული პარტნიორი, საქართველო იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე-განუცხადეს ვიქტორ დოლიძეს ლიტვის რესპუბლიკაში, ქ.ვილნიუსში 7-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში-ლიტვის რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსში, ესტონეთის რესპუბლიკაში ქ. ტალინსა და ლატვიის რესპუბლიკაში ქ. რიგაში გაემგზავრა.
  • კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცის გახსნა დღეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცეს გახსნეს.
  • ვიქტორ დოლიძის საგანგებო ბრიფინგი „ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს და მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს ამ დიდი მხარდაჭერისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპარლამენტის მიერ უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
  • კონკურსი საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) ფარგლებში 31 იანვარს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENI), შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური პროექტების დაფინანსებას ბიზნესის, მეწარმეობის, სოფლის მეურმეობის, ტურიზმის ხელშეწყობის, ასევე, გარემოსდაცვით სფეროებში.
  • ვიქტორ დოლიძე ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა 31 იანვარს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის (DG-NEAR) ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ 28 იანვარს, პოლონეთის ქალაქ რჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე.
  • ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება „თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ევროპა-უკრაინის ფორუმზე, სადაც სახელმწიფო მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა-რა ცვლილებები გვჭირდება?".
  • ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსს შეხვდა 28 იანვარს, პოლონეთში, ქ.რჟეშუვში სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტარს, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (ევრონესტის) მომავალ თანაპრეზიდენტს რებეკა ჰარმსს (გერმანია) შეხვდა.

Pages