ახალი ამბები: ევროკავშირი

  • ვიქტორ დოლიძის საგანგებო ბრიფინგი „ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს და მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს ამ დიდი მხარდაჭერისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპარლამენტის მიერ უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
  • კონკურსი საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) ფარგლებში 31 იანვარს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENI), შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური პროექტების დაფინანსებას ბიზნესის, მეწარმეობის, სოფლის მეურმეობის, ტურიზმის ხელშეწყობის, ასევე, გარემოსდაცვით სფეროებში.
  • ვიქტორ დოლიძე ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა 31 იანვარს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის (DG-NEAR) ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ 28 იანვარს, პოლონეთის ქალაქ რჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე.
  • ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება „თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ევროპა-უკრაინის ფორუმზე, სადაც სახელმწიფო მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა-რა ცვლილებები გვჭირდება?".
  • ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსს შეხვდა 28 იანვარს, პოლონეთში, ქ.რჟეშუვში სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტარს, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (ევრონესტის) მომავალ თანაპრეზიდენტს რებეკა ჰარმსს (გერმანია) შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან 27 იანვარს, პოლონეთში, ქ.რჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელ ადრიაან პალმს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძე სენატორ ბოგდან კლიხს შეხვდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პოლონეთის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ ბოგდან კლიხს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ქ.რჟეშუვში გაემგზავრა, სადაც 27-29 იანვარს ევროპა-უკრაინის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
  • ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია „ვიწყებთ აქტიურ სინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეეხება ევროკავშირის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოქალქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რას შეეხება ამ თანამშრომლობის მიმართულებები. ამიტომ, ვფიქრობ, ე.წ. სტრატეგიული კომუნიკაცია საკუთარ მოსახლეობასთან ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტი იქნება" - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაზე.

Pages