ახალი ამბები: ევროკავშირი

  • პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგების დაჯილდოვება 14 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოში სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეროვნული პროექტების მენეჯერი (ICMPD) ზურაბ ყორღანაშვილი პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს.
  • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან 13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საჯარო ლექცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.
  • შეხვედრა ინიციატივის „პარტნიორობა მობილობისთვის“ ფარლებში 9 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა. ღონისძიების მონაწილეებმა მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრეს. აგრეთვე, იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
  • კონფერენცია: ,,სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე" ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან - „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა" და „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება" - მჭიდრო თანამშრომლობით გამართა კონფერენცია: ,,სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე".
  • ვიქტორ დოლიძე საქართველოში ფინეთის ელჩს შეხვდა 6 ივნისს, საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ შეეხვედრა გამართა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არია ინკერ მაკკონენთან.
  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მე-VII კარის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მე-VII კარის (ევროკავშირის დახმარებასთან მიმართებაში შესაძლო თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული დებულებები) იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
  • ვიქტორ დოლიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) კავკასიაში რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდა 30 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) კავკასიაში რეგიონალურ წარმომადგენელს სებასტიან ჰუსონ დე სამპინის შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძე ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსონს შეხვდა 29 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსონს და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონს შეხვდა, რომლებიც საქართველოში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდნენ. ესტონურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის სხდომის საქართველოში გამართვის პოლიტიკურ მნიშვნელობა და ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიურობა.
  • ვიქტორ დოლიძე ფონდის „Mercator“ მკვლევარებს შეხვდა 25 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ფონდის „Mercator“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მკვლევარებს შეხვდა.
  • თბილისის საკრებულოში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა 24 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის, მათი მოადგილეებისა და წარმომადგენლებისთვის თბილისში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა. სემინარს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 80-მდე მონაწილე დაესწრო. სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

Pages