News Archive: 05/07/2017

  • საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო! „საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა და ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. ის მიღწევები, წარმატებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდი ნაბიჯებია გადადგმული ჩვენი მხრიდან, თუ რამდენად დიდი ნაბიჯებია გადადგმული ევროკავშირის მხრიდან, თუნდაც ვიზის თემა რომ ავიღოთ, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მას და რამდენად ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი მომავალშიც",-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ რიყის პარკში ევროპის დღეების საზეიმოდ გახსნაზე.