ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს

13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის ინტერესი იმ საკითხების მიმართ, რომელიც სერბეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ინტეგრაციის პროცესებს, ჩვენს მიერ გადაგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. აუცილებელია გამოცდილების გაზიარება, რაც კიდევ უფრო მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნების ევროპასთან დაახლოებას"-განაცხადა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩმა ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრაზე.

იადრანკა იოკსიმოვიჩმა იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა, რაც სერბეთმა გაიარა ევროკავშირის კანდიდატობამდე მიმავალ გზაზე. აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირთან საკანონმდებლო და პრაქტიკული დაახლოების პროცესში მიმდინარე სამუშაოებსა და მიღწევებზე. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, იადრანკა იოკსიმოვიჩმა და ვიქტორ დოლიძემ განცხადებები გააკეთეს ადგილობრივ მედიასთან. სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა დაადასტურა სერბეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა, აგრეთვე, გამოთქვა მზაობა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობის თაობაზე.

ტანია მისჩევიჩთან შეხვედრისას სერბულმა მხარემ გამოთქვა სრული მზაობა სერბეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან, ექსპერტული, თუ ტექნიკური დახმარების თაობაზე. ასევე, გამოითქვა სურვილი, საქართველომ გაუზიაროს სერბეთს საკუთარი გამოცდილება რეფორმების განხორციელების, კერძოდ, კორუფიასთან ბრძოლის მიმართულებით, მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს სამომავლოდ ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა.

სხვა ამბები