არჩილ ყარაულაშვილმა მაღალი დონის კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა: 2017 წლის სამიტის მიღმა“ მიიღო მონაწილეობა

8 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სამუშო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ათენში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში საქართველოსა და ლიტვის საელჩოების ინიციატივითა და ევროკომისიის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა: 2017 წლის სამიტის მიღმა“.

კონფერენცია მიეძღვნა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მე-5 სამიტს და თანამშრომლობის შემდგომ ხედვებსა და პერსპექტივებს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის, პოლონეთის, ლიტვის, მოლდოვისა, უკრაინისა და ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში არჩილ ყარაულაშვილი მოხსენებით წარსდგა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივისა და სამიტის თაობაზე მოსამზადებელი საქმიანობისა და შემდგომი მოლოდინების შესახებ.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.