ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები სერთიფიკატებით დააჯილდოვა

8 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საშემოდგომო სკოლის ფარგლებში საჯარო ლექცია- „საქართველოს ევროპული და ევროატალნტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მიმდინარეობა“ გამართა. სახელმწიფო მინისტრის ლექციით უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 3 დღიანი საშემოდგომო სკოლა დაიხურა.  სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებს გაეცნენ. სკოლის მსმენელები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ვიქტორ დოლიძემ სტუდენტებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცა. „ჩვენმა სტუდენტებმა გამოხატეს დიდი ინტერესი ნატოსთან, ევროკავშითან ურთიერთობის საკითხებზე და მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ეს იყო სასწავლო კურსი, რომელიც ცნობიერების ამაღლებასაც ხელს შეუწყობს და დეტალური ინფორმაციის მიწოდებასაც, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს უკავშირდება“-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ლექციის დასრულების შემდეგ.

საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.