ვიქტორ დოლიძე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვაზე

30 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“  ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

დოკუმენტი საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ მომზადდა, სადაც ასახულია  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ეტაპები, არსებული მიღწევები და თანამედროვე გამოწვევები. კვლევაში, ასევე, განხილულია ევროკავშირში გაწევრიანების საერთაშორისო გამოცდილება.

ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო  საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნეს. დისკუსიის მონაწილეებს პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა  კახა გოგოლაშვილმა გააცნო.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით ამ დოკუმენტს და ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ მრავლისმომცველია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, რომლებმაც მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს მის მომზადებაში. ჩვენ მზად ვართ, რომ სამოქალაქო სექტორთან გავაგრძელოთ ანალოგიური თანამშრომლობა.“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.