ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები"

"ჩვენ, პრაქტიკულად, მოვახერხეთ საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც თან ახლავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება. საქართველომ ეს 2008 წელს და შემდგომაც არაერთხელ განიცადა, სამწუხაროდ. ის თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან, ის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა გადავიდეთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, განათლება არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი იმისა, რომ ამგვარმა პროპაგანდამ მომავალში აღარასოდეს იმუშაოს."-აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ უკრაინაში, „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები"-ს სადისკუსიო პანელის დასასრულს. სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა სესიაზე: „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალი გზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები"(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare).

დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებზე, არატრადიციული საფრთხეების იდენტიფიცერიბის მნიშვნელობასა და ბრძოლის საშუალებებზე იმსჯელეს.

საერთაშორისო კონფერენცია „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგები" 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო სესიები ჩეთემ ჰაუსის(Chatham House) წესებით ჩატარდა.

ინფორმაციისთვის: „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგების" მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების, ასევე, ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი პოლიტილოგებისა და ანალიტიკოსების მონაწილეობით ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა და მსჯელობა ყველაზე მწვავე უსაფრთხოების გამოწვევებზე.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.