ვიქტორ დოლიძე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სიტყვით გამოვიდა ქალაქ ბათუმში მიდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) პანელზე: ნატოს და შავი ზღვის უსაფრთხოება: სტრატეგია მოქმედებაში-შესაძლებლობები და გამოწვევები. ვიქტორ დოლიძემ შავი ზღვის აუზის გაძლიერებაში საქართველოს წვლილზე ისაუბრა.

პანელს მოდერატორობა აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა. სესიაზე ასევე, მომხსენებით გამოვიდნენ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.

კონფერენციის ფარგლებში ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ნურეთინ ჯანიკლისთან, ლატვიის თავდაცვის მინისტრთან რაიმონდს ბერგმანისთან და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან დან ნიკულაშჩუსთან. შეხვედრებზე საქართველოს ნატო-სა და ევროავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პესრპექტივებზე ისაუბრეს. აგრეთვე, იმსჯელეს არსებული თანამშრომლობის ფორმატების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობს. ღონიშძიების მონაწილეები პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში.

 

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.