“ სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ - პრეზენტაცია

9 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში კვლევის/ანგარიშის - “სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ - პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ - ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და კვლევის ავტორი, ექსპერტი ტერი სანდელი ესწრებოდნენ.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა საქართველო წარმატებით განაგძობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, რაც ყველა მიმართულებით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, ქვეყნის განვითარებას და ზოგადად საქართველოს ევროპული სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სწორედ კულტურის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას, კანონმდებლობის აპროქსიმაციას და ევროპული პრაქტიკის დანერგვას. ვიქტორ დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს კულტურის „სტრატეგია 2025“-ის მიზნების განხორციელებას საქართველოში.

კვლევა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ინიცირებულია „კულტურის სტრატეგია 2025“-ის მიზნების შესაბამისად, რომლებიც კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროებისა და ეფექტური მექანიზმების ეტაპობრივად დანერგვის ხელშეწყობას გულისხმობს.

ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კულტურის საჯარო დაფინანსების სისტემის მოდელის შესახებ მოიცავს ისეთ სხვადასხვა კომპონენტს, როგორიცაა: დეცენტრალიზაცია, ადმინისტრირება და მმართველობა, დაფინანსება, კულტურის სამინისტროს როლი, კომპეტენციები, განათლება და სხვა საკითხები.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.