ნატო-ს შემფასებელი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

2017 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს შემფასებელმა ჯგუფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეხვედრები გამართა საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.

ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, 21 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაზე, მართლმსაჯულების განვითარებაზე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე და ასევე, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის თვითშეფასების დოკუმენტისა და აღნიშნულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წლის ბოლოს, ნატოს შემფასებელი ჯგუფი შეიმუშავებს და წარადგენს შეფასების დოკუმენტს. აღნიშნულ დოკუმენტში აისახება 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების მდგომარეობა და ნატოს შესაბამისი რეკომენდაციები.

სხვა ამბები