ვიქტორ დოლიძემ უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის „ევროპა სახლია" პრეზენტაციას გახსნა.

9 ოქტომბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის „სიდა" მიერ გამართული უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის „ევროპა სახლია" პრეზენტაცია გახსნა.

„ვაგრძელებთ ამ კამპანიას, პრაქტიკულად, არ გავჩერებულვართ. ის მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ შეეხება. ეს არის ზოგადად ევროპის პოპულარიზაციის კამპანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „სიდას" ამგვარი ინციატივისთვის, რადგან სამოქალაქო სექტორის გარეშე, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდებოდა, სრულფასოვნად გვეწარმოებინა კამპანია და ამის გაგრძელებას ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას",-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღონისძიებას აგრეთვე, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსირებულია საქართველოს რეგიონებზე, განსაკუთრებით მაღალმთიან, საზღვრისპირა, კოფლიქტური, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებსა და სოფლებზე. მოსახლეობის სწორად ინფორმირების მიზნით, კამპანიის პრეზენტაციის პარალელურად გაიმართება ტრენერთა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც წარუძღვებიან საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში და, თავის მხრივ, უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის პროცედურებსა და პირობებს გააცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას: აუხსნიან თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის თავმოყრა მოუწევთ, ვიდრე ევროკავშირში/შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ და გააცნობენ იმ საფრთხეებსა და რისკებს, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს. კამპანიის მიმდინარეობისას, შეხვედრებზე, რეგიონების მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა.

აღნიშნული კამპანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იმართება. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ,,ღია საზოგადოების ფონდები" და სს ,,ლიბერთი ბანკი," ხოლო მისი განმახორციელებლები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც 60-ზე მეტ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.