საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა

3-4 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის - „ენერგეტიკა; გარემო; კლიმატი; ტრანსპორტი; და სამოქალაქო დაცვა" რიგით მესამე სხდომა გაიმართა. სხდომას ქართული მხარიდან ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი თანაშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ შუბელი.

სხდომაზე მხარეებმა ენერგეტიკის, გარემოს, კლიმატის, ტრანსპორტისა და სამოქალაქო დაცვის სფეროებში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს. ზემოაღნიშნულ სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.