ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ევროპარლამენტში

27 სექტემბერს, ბელგიის სამეფოში, ქ.ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან: საჯად კარიმთან (საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (European Conservatives and Reformists Group), ჰანუ ტაკულასთან (ALDE), საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის (INTA) წევრი), რებეკა ჰარმსთან (Group of the Greens/European Free Alliance), ევრონესტის თანათავმჯდომარე), ლაიმე ანდრიკიენესთან (EPP, (Christian Democrats) მომხსენებელი ევროპარლამენტის ანგარიშზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ), ანდი კრისტეასთან (S&D), მომხსენებელი მოლდოვაზე AFET-ში. შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის მზადების, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპარლამენტარებს 2014-2017 წლებში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ. პერსპექტივებზე საუბრისას გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებში მომავალშიც დაფიქსირდება როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაძიერებაზეც.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.