ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში

„ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით ვიზალიბერალიზაციის კამპანიის პარალელურად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის გარეთაც, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ნებისმიერ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მოვახდინოთ პრევენცია"-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.

სახელმწიფო მინისტრმა 19 სექტემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა ისლანდიის იუსტიციის მინისტრთან სიგრითურ ანდერსენთან და იმიგრაციის დირექტორატის უფროსთან კრისტინ ვიოლუნდადოტირთან. შეხვედრებზე მთავარ თემად სწორედ საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე როგორც საქართველოს, ისე ისლანდიის მხარიდან. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ. თავის მხრივ, ისლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა აღნიშნული მიმართულებით საკუთარი გამოცდილებისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე. „ისლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მოპოვების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება და საქართველოს მოქალაქეები უმოკლეს პერიოდში დაბრუნებულები იქნებიან სამშობლოში"-აღნიშნა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

შეხვედრებზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ისლანდიურ მხარეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.