ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ლიტვის საპარალმენტო დელეგაციასთან

13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილი ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის", აღნიშნა ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ამ პროცესის თანმხლებ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. ვიქტორ დოლიძემ ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს სამიტის ფარგლებში ქართული მხარის პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

,,ლიტვა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მათთან თანამშრომლობა როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირის ფარგლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრები საპარლამენტო და აღმასრულებელ დონეზე"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხვა ამბები