ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებში

შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს როლი და ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 12 სექტემბერს, ბულგარეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების დროს. სახელმწიფო მინისტრს ქ. სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე პოპოვმა და ევროპული ფონდის ევროპულ საქმეთა და კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ კრისტიან ვიგენენმა უმასპინძლეს.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განახორციელა აუცილებელი და რთული რეფორმები და მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად.

შეხვედრებზე ბულგარეთის მხარემ მოთქვა მზაობა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარების თაობაზე. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე პოპოვმა აღნიშნა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა. აგრეთვე, პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით.

ევროპის ფონდის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კრისტიან ვიგენენმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბულგარეთის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს პრიორიტეტებს შორის იქნება შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთან, კრისტიან ვიგენენმა დასძინა, რომ ბულგარეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.