ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ. ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის მოსამზადებელ უკრაინულ-ქართულ-მოლდოვურ კონსულტაციებში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“ მზადებაზე, სამიტის დეკლარაციისთვის საერთო პოზიციების შემუშავებასა და ამ მხრივ პარტნიორების კონსოლიდირების საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროინტეგრაციის საკითხებზე ვიქტორ დოლიძის შეხვედრა უკრაინის ანალიტიკური ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.