პრემიერ-მინისტრით ხელმძღვანელობით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 წლის შესრულება მიულოცა, რომლის განმავლობაში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. „ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია ამ მიმართულებით თანმიმდევრული სვლა, რათა ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრად ვაქციოთ"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მიღწეული იყოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანი - ევროკავშირსა და ნატოში საბოლოო გაწევრიანება.

ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ; ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ წარადგინა ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი 3 წელი გავიარეთ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ამოქმედდა.იგივე მართლმსაჯულების თემა იქნება ეს, ეკონომიკური დაახლოება. თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი ღერძი ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის და ის, რომ ორივე პრაქტიკულად წარმატებით კარგად მიმდინარეობს და გვაქვს ნაბიჯები წინ, ვფიქრობ, რომ ბევრის ამსახველია, მათ შორის, ჩვენი როგორც შიგნით მუშაობის, ასევე, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის"- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.