„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სამმხრივი მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა.

„სწორედ ახლა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ასოცირებულმა ქვეყნებმა ინტენსიური, ერთიანი, ძლიერი პოზიცია დაიცვან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, ინსტრუმენტი, დახმარება, პოლიტიკური თანადგომა მივიღოთ ევროკავშირისგან და ამასთან დაკავშირებით ამგვარი ერთსულოვანი, კოორდინირებული, თანმიმდევრული მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო რაღაც ერთგვარი პირველი ნაბიჯი. ჩვენ რა თქმა უნდა განვაგრძობთ კონსულტაციებს, შევიმუშავებთ ერთიან პოზიციებს, კიდევ არის რიგი შეხვედრები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვფიქრობ, კარგი სტარტია, შინაარსიანი შეხვედრა გამოვიდა“. -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. კონსულტაციებში ქართული მხარიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, უკრაინის მხარიდან საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, ხოლო მოლდოვას მხარიდან -საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი იყო 2017 წლის ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის პოზიციების შეჯერება და ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება. კონსულტაციაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ, ტექნიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. 

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.