შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით. "გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პატნიორი, როგორც ქვეყანაში რეფორმების გატარების, ასევე, ჩვენი ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, ისევე, როგორც ორმხრივ საფუძველზე ჩვენი თანამშრომლობა არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ბევრი განსახილველი საკითხი, როგორიც არის: ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირთან ჩვენი მომავალი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები და უპირველეს ყოვლისა, ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. გერმანია ადრეც გვეხმარებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააგძელებს ჩვენს დახმარებას."-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს-გერმანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.