მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

8 აგვისტოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად,  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირულად დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს  მიუსამძიმრეს. 

სხვა ამბები