ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც, 24-26 ივლისს, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან. უნგრულ მხარესთან შეხვედრებზე მხარეები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს განიხილავენ, საუბარი, ასევე, შეეხება როგორც ევროკავშირთან საკანონმდებლო და ეკონომიკური დაახლოების, ასევე, ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდება ევროკავშრითან სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და შემოდგომაზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე.

სხვა ამბები