ვიქტორ დოლიძე ბრატისლავას პროფესიული სკოლის დირექტორს შეხვდა

11 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბრატისლავას პროფესიული სკოლის დირექტორს  მარია კატრენიაკოვასა და ამავე სკოლის წარჩინებულ სტუდენტს მიქაელა მაგდალენა ტიჩას შეხვდა. სტუმრები საქართველოში პროექტის ,,ევროპელი მასწავლებელი“ ფარგლებში იმყოფებიან. ეს პროექტი  ქართული პროფესიული სკოლებისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის "ევროპელი მასწავლებელი" ფარგლებში 10  პროფესიული სკოლის  მასწავლებელი  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  (მიმართულება: სასტუმროს მენეჯმენტი, მშენებლობა, კულინარია)  მაისის ბოლოს  ვიზიტით სლოვაკეთში, ბრატისლავაში იმყოფებოდაისინი შეხვდნენ სლოვაკური პროფესიული სკოლების წარმომადგენლებს: დირექტორებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მათი გამოცდილებები გაიზიარეს. პროექტი  ICMPD- მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდჭეერით ხორციელდება.

ეს არის ამ პროექტის  პირველი წარმატება, იწყება პირველი ურთიერთობები სკოლებს შორის, ისახება პირველი გეგმები, გაცვლითი პროგრამები, სკაიპ გაკვეთილები. ქართველი მასწავლებელები და სტუდენტები ევროპელი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ.

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა  ქართულ და სლოვაკურ პროფესიულ სკოლებს შორის სამომავლო გეგმებსა და პერსექტივებზე ისაუბრეს. 

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.