ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორთან

10 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს კოორდინატორთან ლორენს მერედიტთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები და ამ რეფორმების პროცესში ევროკავშირის დახმარების პროგრამების როლი. საუბარი შეეხო ასევე, ინიციატივას საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში ევროპული სკოლის დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, როგორც სკოლის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამების მოსამზადებლად და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველო მომავალი 2017-2020 წლების დახმარების თანამშრობლობის ერთიანი ჩარჩო პროგრამის პრიორიტეტები და მის ფარგლებში კონკრეტული პროექტების განხორციელების მექანიზმები. ევროპულმა მხარემ აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა დაეხმაროს საქართველოს დამატებით პროგრამებში ჩართვისა და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობის მხარდასაჭერად.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.