ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორთან

29 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდა.

ჯოვანი კესლერის ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესის განხილვა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე, განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული დებულებების განხორციელების საკითხი, რომელიც მომავალში ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამებსა და პროექტებზე უნდა გავრცელდეს.

„ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ოფისის დირექტორი ევროკავშირში, რომელიც წარმოადგენს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ე.წ. OLAF-ის გენერალურ დირექტორს. ბატონი კესლერი თავად გამოირჩევა ძალიან სერიოზული წარმატებით თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის, მის ქვეყნაში, იტალიაში. სერიოზული რეფორმები გაატარა ამ კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, რათა მის კოლეგებთან და ჩვენთან ერთად შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოვება და ჩვენ, როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ ვითარებაში გვექნება საშუალება, რომ გავიაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მოხარული ვართ, რომ იგი იმყოფება თბილისში."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.