ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში

18-21 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ნატოს პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელთან შტეფენ ელგერსმასთან, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის მრჩეველთან ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰილდურ ზიგურდარდოტირთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის კომუნიკაციების ოფიცერთან ანელი კიმბერთან და უმაღლესი წარმომადგენლის მრჩეველთან გენდერის საკითხებში მარა მარინაკისთან, ევროპის რეგიონული კომიტეტის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელთან ფილიპე ტერუზოსთან, ასევე, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამმართველოს დირექტორთან ლოურენს მერედიტთან.

შეხვედრებზე, ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დაფიქსირებულ პროგრესზე და დადებითად შეაფასეს ქვეყნის მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული, მათ შორის, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.

ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა/ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მაისურაძემ.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.