ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის „აღმოსავლეთ პარტნიორობა-ერთად მომავლისკენ" მონაწილეებს სიტყვით მიმართა

23 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის "აღმოსავლეთ პარტნიორობა- ერთად მომავლისკენ" (Eastern Partnership – Together Towards Tomorrow) მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

თავის გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ფარგლებში საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე.

საქართველოში და ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებს გაუსვა ხაზი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაღალი რანგის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.