ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან

13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საჯარო ლექცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში. ლექციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 70-მდე სტუდენტი დაესწრო. ლიტვის საგარეოს საქმეთა მინისტრს საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ უმასპინძლა, ლექციას კი მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გაუწია. ლინას ლინკევიჩუსის ლექციის თემა იყო: „ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე: გამოწვევები და მიღწევები". სტუმარმა ვრცლად ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ლიტვის გამოცდილებაზე და ლექციის დასასრულს სტუდენტების შეკითხევბსაც უპასუხა.

„ლიტვა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადადგა სწრაფი ნაბიჯები რეფორმების, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, თუ სტუდენტების განათლების კუთხით. ევროკავშირსა და ნატოში ლიტვის გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით დღეს ძალიან კარგი ლექცია ჩაატარა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რაც ყველაზე მთავარია, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენმა სტუდენტებმა. 15 სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიწვიეთ და ისეთი კარგი ინგლისურით, კარგად გააზრებული კითხვები დასვეს და კარგი დისკუსია გაიმართა. მე ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ლექციის დასრულების შემდეგ.

სხვა ამბები