შეხვედრა ინიციატივის „პარტნიორობა მობილობისთვის“ ფარლებში

9 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ", ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული „პარტნიორობა მობილობისთვის" ინიციატივის ფარგლებში „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის" შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა.
ღონისძიების მონაწილეებმა მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრეს. აგრეთვე, იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვიზების ლიბერალიზაციის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, თუ კონკრეტულად რას ვაკეთებთ და რას ველით. ვფიქრობ, რომ მობილობის გაზრდა ჩვენი თანამოქალაქეების-არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით მოგზაურობის უფლება შენგენის სივრცეში, არამედ ლეგალურდ დასაქმების უფლება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლების გახსნა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე, ეკონომიკური ინტერგარიის თვალსაზრისით ევროკავშირთან. 2012 წლის მერე ეს შეხვედრა არ ჩატარებულა და ალბათ ვიზის ლიბერალიზაციამდე ლოგიკურიც იყო. ახლა კი ამის ინტესიფიკაცია არის ძალიან აუცილებელი. ჩვენი უწყება ყველანაირად ხელს შეუწყობს, რომ ყველა ამ ინიციატივაში ჩართულ დელეგაციებთან დასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გავაძლიეროთ თანამშრომლობა."-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეხვედრაში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების (DG Home, DG Near, EEAS/ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში), „პარტნიორობა მობილობისთვის" დეკლარაციაზე ხელმომწერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციისთვის: "პარტნიორობა მობილობისათვის" (Mobility Partnership) ინიციატივა მიზნად ისახავს მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას მიგრაციის ნაკადების მართვისა (აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის ჩამოყალიბება) და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გააქტიურებას.
"პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, მათ შორის ე.წ. "ცირკულარული მიგრაციის" საშუალებით. ეს სქემა იძლევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების, სწავლის, ტრეინინგების გავლის შესაძლებლობას და შემდგომ მათ დაბრუნებას საქართველოში. აღნიშნული სქემა, ასევე, ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

სხვა ამბები

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 14 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა-ვიცე რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.
  • პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგების დაჯილდოვება 14 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოში სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეროვნული პროექტების მენეჯერი (ICMPD) ზურაბ ყორღანაშვილი პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს.
  • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან 13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საჯარო ლექცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.