ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა“.

18 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო  „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ  დისკუსიაში „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა“. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყო პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ“ პრეზენტაცია.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. დისკუსია მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იმ საჭირო ნაბიჯებისა და ამოცანების განსაზღვრას, რომლებიც შესაძლოა ერთიან უწყებათაშორის ხედვასა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საგზაო რუკაში (Roadmap) აისახოს.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.