ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

2013 წლის 6 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგია 2014-2017 წლებისთვის, რომელიც შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. კომუნიკაციის სტრატეგიის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების და ამ მხრივ ქვეყნის მიერ განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.
2016 წელს, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელდა.

სახელმწიფო სტრუქტურების, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის", საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმის საშუალებით, მათ შორის: შეხვედრები, სემინარები, პრეზენტაციები, კონფერენციები, ბიზნეს ფორუმები, ფესტივალები, შემეცნებით-საინფორმაციო და მარკეტინგული კამპანიები, გამოფენები, კონკურსები და ა.შ.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების, ძირითადი არასწორი აღქმების და საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის ნაკლებობის ანალიზის საფუძველზე 2016 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განისაზღვრა შეხვედრების ძირითადი სამიზნე ჯგუფები: დედაქალაქსა და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, მსჯავრდებულები, სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობები, ფერმერები, ბიზნესმენები და ა.შ.

2016 წლის განმავლობაში განხორციელდა 960-მდე აქტივობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. განხორციელებული აქტივობებიდან 200-მდე აქტივობა ჩატარდა თბილისში, 725-მდე აქტივობა რეგიონებში და 35-მდე აქტივობა საქართველოს საზღვრებს გარეთ. სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ინფორმაცია მიეწოდა 435 000 - მდე მოქალაქეს, მათ შორის 430 500 მდე საქართველოში, ხოლო 4 500-მდე საზღვარგარეთ.

პირდაპირი კომუნიკაცია განხორციელდა 58 180-მდე საქართველოს მოქალაქესთან, მათგან შეხვედრის ფორმატში ჩატარებულ აქტივობებზე დამსწრეთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 51 665-ს, სემინარი/ტრენინგი ჩაუტარდათ 6 515-მდე მოქალაქეს, ხოლო საინფორმაციო ღონისძიების/კამპანიის (ტელე, რადიო, ბეჭდური მასალა) კომუნიკაცია განხორციელდა სრულიად საქართველოს მოსახლეობასთან.

საზღვარგარეთ განხორციელებული აქტივობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სხვადასხვა შინაარსის მქონე საერთაშორისო გამოფენები, მარკეტინგული კამპანიები, მთარგმნელობითი სემინარები, ფესტივალები, ბიზნეს ფორუმები/კონფერენციები, შეხვედრები და სასწავლო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები.

საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიების ფარგლებში სხვადასხვა თემაზე მომზადდა აუდიო-ვიდეო მასალა: ტელე-რადიო გადაცემები, ვიდეო-რგოლები, სოციალური კლიპები და სატელევიზიო გადაცემები. აუდიო-ვიდეო მასალის გარდა, საინფორმაციო კამპანიები მოიცავდა ბეჭდურ მედიასაც: ბროშურები, ფლაერები, სტენდები, სტატიები, ჟურნალები, წიგნი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ვიდეო, აუდიო და ბეჭდური მასალა ითარგმნა და გავრცელდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, აფხაზური, რუსული).

იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი. 

მიმაგრებული ფაილები:

სხვა ამბები