ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთში

15 მაისს, სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრ პეტერ გაიდოშთან და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ივან კორჩოკთან.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრებზე მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობისთვის.

თავის მხრივ, სლოვაკეთის მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სლოვაკეთის ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას. სახელმწიფო მდივანმა ივან კორჩოკმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მნიშვნელობას და საქართველოს, როგორც პროექტის მონაწილე ლიდერი ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესს.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.